მიიღეთ მონაწილეობა მოკლე კითხვარში და დაეხმარეთ საიტს განვითარებაში!

კითხვარის გახსნა

დახურვა
A! Mail News Sports Fashion Music Library ავტორიზაცია · რეგისტრაცია
10 საუკეთესო ფილმი, რომელიც ყველა პიარ სპეციალისტმა უნდა ნახოს
თინათინ საძაგლიშვილი
91 ნახვა · დამატებულია 06 იანვარს, 2017

 

Wag the dog - რობერტ დე ნიროს და დასტინ ჰოფმანის არაჩვეულებრივი გარდასხვა. ეს არის ფილმი კლასიკურ პიარზე. იგი ასახავს როგორ მოქმედებს მედია საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე და რა როლი ეკისრება კრიზისის მართვის დროს, განსაკუთრებით პოლიტიკურ პიარში. საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში პრეზიდენტს ბრალად ედება აზალგაზრდა გოგოსთან სექსუალური ურთიერთობა და მედიის ყურადღების ცენტრში მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, მრჩევლები მას ალბანეთში ყალბი ომის წამოწყებას ურჩევენ.  

 

The Queen - ეს არის შესანიშნავი ამბავი კრიზისის მართვის შესახებ. პრინცესა დიანას ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, ელისაბედ II-ე და პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი ცდილობენ კომპრომისის გამოძებნას, თუ რას ნიშნავს ეს ტრაგედია სამეფო კარისთვის და როგორ უნდა დაანახონ ის საზოგადოებას. 

Man of the year - რობინ უილიამსის შესანიშნავი შესრულება. კომიკოსი, რომელიც მთელი ცხოვრება პოლიტიკური სატირით ართობს პუბლიკას, გადაწყვეტს რადიკალურად შეცვალოს თავისი ცხოვრება და საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ყველასთვის მოულოდნელად იმარჯვებს, მაგრამ მალევე პროგრამისტი ქალი გაარკვევს, რომ ეს საარჩევნო პროგრამის შეცდომა იყო.  

 

The devil wears prada - ამ ფილმა საზოგადოების დიდი ყურადღება დაიმსახურა და დღემდე არ კარგავს აქტუალობას. დიდებული მერილ სტრიპი და ულამაზესი ენ ჰეტეუეი. ფილმი ახალგარზდა ჟურნალისტის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ნიუ-იორკის მოდის ინდუსტრიაში სამუშაოდ გადადის. მომთხოვნი და მკაცრი უფროსი კი აიძულებს მაღალი კლასის ელეგანტური ჟურნალის იმიჯს მოერგოს.  

Chicago - ეს არ არის უბრალოდ მუსიკალური ფილმი, ეს არის ფილმი სადაც ასახულია თუ როგორ ცდილობს გავლენიანი ადვოკატი მომხიბვლელი, ფატალური ქალების დაცვას და მათი იმიჯის იმგვარად შექმნას, რომ საზოგადოებისა და მასმედიის ყურადღება დაიმსახუროს.  

Thank you for smoking - თამბაქოს უმსხვილესი კომპანიის პიარ აგენტის ისტორია. მისი ძირითადი ამოცანაა წინააღმდეგობა გაუწიოს თამბაქოს საწინააღმდეგო განწყობას საზოგადოებაში. ის ყველგან თამბაქოს უსაფრთხოებაზე საუბრობს.  მისი კარიერა წინ მიიწევს, მაგრამ ერთხელაც დაფიქრდება იმაზე, თუ რა სახით წარდგება ოჯახის წინაშე.  

Nixon-ეს არის ისტორია ამერიკის პრეზიდენტის რიჩარდ ნიქსონზე, რომელმაც საკუთარი ნებით, ვადის გასვლამდე, უარი თქვა თანამდებობაზე, რათა თავიდან აეცილებინა სამარცხვინო იმპიჩმენტი.  

All the president’s men - 1972 წლის არჩევნების დროს „ვაშინგტონ პოსტის“ რეპორტიორი ბობ ვუდვარდი დემოკრატების პარტიის შტაბ-ბინის გატეხვასთან დაკავშირებულ მოვლენას აშუქებს. რესპუბლიკელთა პარტიის დამფინანსებელთა სახელები და გვარები ნელ-ნელა სააშკარაოზე გამოდის. ისინი ეჭვმიტანილები ხდებიან. ვუდვარდი ჟურნალისტურ გამოძიებაში კარლს ბერნსტაინს რთავს და თანდათან კვალი მათ თეთრ სახლამდე მიიყვანს.  

Network - კიდევ ერთი 1976 წლის ოსკაროსანი ფილმი, სადაც ერთ-ერთი სატელევიზიო ქსელი უსირცხვილოდ იყენებს ყოფილი ტელე წამყვანის ფსიქიკური აშლილობის დროს ნაბოდვარსა და გულახდილობას.  

Hancock - ჰენკოკი სახელგანთქმული სუპერ გმირია. იგი იძულებული ხდება პიარის ექსპერტი დაიქირავოს, რომელმაც მისი ავტორიტეტის აღდგენა უნდა შეძლოს მაშინ, როცა ხალხი უკვე დაიღალა მისი გმირული საქმეებით და იმ ზიანით, რაც ჰენკოკმა მათ მიაყენა.







სოციალური აქტივობები




კომენტარები