"მაესტროს" გაკოტრების საკითხის განხილვა სავარაუდოდ 19 თებერვალს კრედიტორთა კრებაზე მოხდება
2016-02-10 18:04:04 · ამობეჭდვა

ტელეკომპანია მაესტროს გენერალური დირექტორი საჯარო რეესტრის მიერ მისთვის მიცემულ 30 დღიანი ვადის სამართლებრივი ბრძოლისთვის გამოყენებას გეგმავს. როგორც იუსტიციის სახლში მისულმა ბაია გადაბაძემ თქვა მთავარი და მნიშვნელოვანი შეხვედრა 19 თებერვალს გაიმართება. კრედიტორთა კრებაზე სავარაუდოდ ტელეკომპანია მაესტროს გაკოტრების საკითხის განხილვა მოხდება.

„საჯარო რეესტრმა მე მომცა 30 დღიანი ვადა ამიტომ მე ვსარგებლობ ჩემი ამ 30 დღიანი ვადით კანონის ფარგლებში და ვაკეთებ იმას, რისთვისაც ვიბრძოდი და მგონია, რომ ეს არის სამართალი. 19 თებერვალს იმართება კრედიტორთა კრება, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, ამიტომ ჩვენ ვიწყებთ ამ დღისთვის მომზადებას და იქ უკვე სრული სურათი გამოჩნდება,“ - აცხადებს ბაია გადაბაძე.







გაზიარება და მოწონება