მიიღეთ მონაწილეობა მოკლე კითხვარში და დაეხმარეთ საიტს განვითარებაში!

კითხვარის გახსნა

დახურვა
A! Mail News Sports Fashion Music Library ავტორიზაცია · რეგისტრაცია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
პირველი რადიო
21 ნახვა · დამატებულია 10 იანვარს, 2017

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო. მიხეილ ჯანელიძე ათათურქის მავზოლეუმს ეწვია და პატივი მიაგოთურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის ხსოვნას. საქართველოს დელეგაციამ გვირგვინით შეამკო ათათურქის საფლავი და ხსოვნის წიგნში ჩანაწერი დატოვა. როგორც მინისტრმააღნიშნა ათათურქი გახლავთ თურქეთის სახელმწიფოს აღმშენებლობის არქიტექტორი, რომელმაც ნათელი კვალი დატოვა თურქეთის და ზოგადად კაცობრიობის ისტორიაში.

 

მიხეილ ჯანელიძე თურქეთისრესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა „თურქეთის ელჩების მე-9 კონფერენციაში“,შეხვედრებს გამართავს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, პრემიერ-მინისტრთან ბინალი ილდირიმთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუთჩავუშოღლუსთან და პარლამენტის ვიცე სპიკერთან აჰმეთ აიდინთან. ​







სოციალური აქტივობები




კომენტარები