მიიღეთ მონაწილეობა მოკლე კითხვარში და დაეხმარეთ საიტს განვითარებაში!

კითხვარის გახსნა

დახურვა
A! Mail News Sports Fashion Music Library ავტორიზაცია · რეგისტრაცია
გიორგი ვაშაძის ვიზიტი აშშ-ში გრძელდება- ვაშინგტონის შემდეგ, „ახალი საქართველოს’ ლიდერი შეხვედრებს ჩიკაგოში მართავს
პირველი რადიო
21 ნახვა · დამატებულია 10 იანვარს, 2017

მიღწევები საქართველოსა და უკრაინაში, გატარებული და ახალი თაობის რეფორმები და გამოწვევები. გიორგი ვაშაძემ ილინოისის შტატის ეკონომიკისა და სავაჭრო დეპარტმანეტში ჯენიფერ ორუკთან ამ  და სხვა საკითხებზე ისაუბრა. შეხვედრისას აღინიშნა ის რეფორმები რომელსაც ‘ ინოვაციებისა და განვითარების ფონდი“ წარმატებით ახორციელებს. მოგვიანებით, შეხვედრა გაიმართა ჩიკაგოს დემოკრატიული პარტიის აღმასრულებელ დირექტორთან, ჯეკობ კაპლანთან.  განიხილეს  პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხები და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

„ მივიღეთ მხარდაჭერა მომავალი თანამშრომლობის და ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. განვიხილეთ პოლიტიკური კუთხით თანამშრომლობის საკითხები. ჩვენს პარტიორებს გავაცანით ის რეფორმები, რომელიც საქართველოსა და უკრაინაში განვახორციელეთ. ვისაუბრეთ „ინოვაციებისა და განვითარების ფონდის’ პროექტების იმპლემენტაციის შესაძლებობებზე  ილინოისის შტატში.   ‘’- განაცხადა გიორგი ვაშაძემ

ახალი თაობის რეფორმებზე ისაუბრა გიორგი ვაშაძემ ჩიკაგოს ბიზნეს სკოლაშიც, სადაც ის საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული. „ინოვაციებისა და განვითარების ფონდის’ დამფუძნებელი შეკრებილებს იმ გზებზე ესაუბრა, რომელიც საქართველომ და უკრაინამ, ბიუროკრატიიდან ახალ რეალობამდე განვლეს.

გიორგი ვაშაძის ვიზიტი შტატებში 4 იანვარს დაიწყო და 15 იანვარს დარულდება. დაგეგმილია 35-მდე ოფიციალური შეხვედრის გამართვა. 







სოციალური აქტივობები




კომენტარები