"ქვეყანა ახლა თავისუფალ ვარდნაშია" - მიხეილ სააკაშილი
2016-02-14 15:51:22 · ამობეჭდვა

"ქვეყანა ახლა თავისუფალ ვარდნაშია" ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშილმა მიუნხენში განაცხადა. უოფილი პრეზინდეტი საქართველოსთან მიმართებაში შეფასებებს აკეთებს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, საერთშორისო პოზიციების თვალსაზრისით ქვეყანა ახლა "თავისუფალ ვარდნაშია," რასაც სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ოდესის გუნერნატორი ჰააგის სასამართლოს მიერ მიმდინარე გამოძიებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველომ საკუთარი პოზიციების დაცვა უნდა შეძლოს.

“ეს არის მრავალწლიანი პროცესი, სადაც ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სიმართლე, ძალიან მნიშვნელოვანია დეტალები, თავის დროზე ყევლაფერი ეს გაგზავნილი გვაქვს, შემდეგ რა მოხდა ბოლო წლებში ვერ ვიტყვი საქართველოს მთავრობის მხრიდან, მაგრამ დაახლოებით შეიძლება წარმოვიდგინო რა შეიძლებოდა მოხმდარიყო. მაგრამ აქ არის საჭირო საუბარი ისტორიულ სიმართლეზე, საქართველოს მომავალზე აქ არის საუბრაი ჩვენი სამართლებრივი პოზიციების გამაგრებაზე. აუცილებლად ჩამოიშლება რუსეთის იმპერია და აუცილებლად ჩამოშლება პუტინის რეჟიმი და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად. თუ წელს საქართველომ გააგრძელა სიტუაცია ის როგორც არის, ყველა მიმართულებით დედა შვილს არ აიყვანს ხელში. ახლა ჩვენ ვიმყოფებით საერთაშორისო პოზიციების თავლსაზრისით თავისუფალ ვარდნაში“ - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა.







გაზიარება და მოწონება