კალაძე ირანში მოლაპარაკებებზე მიდის
2016-02-15 10:02:59 · ამობეჭდვა

ენერგეტიკის მინისტრი ირანში მიემგზავრება. კახა კალაძე ვიზიტის დროს ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის საკითხებს განიხილავს. არსებული ინფორმაციით, ვიზიტის დროს რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა შედგება, სადაც ბუნებრივ აირთან და ელექტროენერგიასთან ერთად განხილული იქნება საქართველოდან წყლის რესურსების ირანში ექსპორტის საკითხი.კალაძის ირანში ვიზიტის დროს იგეგმება რამდენიმე შეთანხმების გაფორმებაც. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირანში უახლოეს პერიოდში ვიზიტს საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილიც გეგმავს.







გაზიარება და მოწონება