ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
2016-02-15 12:10:14 · ამობეჭდვა

საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში. დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, დაკავებულია 1974 წელს დაბადებული, რუსთავში მცხოვრები პირი. ე.წ. კომიტეტის ცნობით, დაკავებულმა დე-ფაქტო საზღვარი 13 თებერვალს გადაკვეთა და მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოიძიება.







გაზიარება და მოწონება