გამოუძიებელი საქმეები- ომბუდსმენის შენიშვნები და მთავარი პროკურორის მოადგილის პასუხი
2016-02-15 12:27:57 · ამობეჭდვა

"მისი რეკომნდაციების აბსოლუტური უმრავლესობა არის გათვალისწინებული"- ასე გამოეხმაურა მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე სახალხო დამცველის განცხადებას, რომ მთელი რიგი საქმეები, მათ შორის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის, ლაფანყურისა და ციხეების სკანდალის საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია- „მთელი რიგი საქმეების გამოძიება ბოლომდე არ არის მისული, ნაწილობრივ არის ჩვენი რეკომენდაციები შესრულებული,“- აცხადევბს უჩა ნანუაშვილი. გოგაძე კი მის საპასუხოდ ამბობს, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმის გამოძიებას გრიფით საიდუმლო ადევს და მასზე ვერ ისაუბრებს-"ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმის გამოძიება არ არის დასრულებული, საქმეს ადევს გრიფით საიდუმლო, ამიტომ დეტალებზე ვერ გესაუბრებით" აცხადებს მთავარი პროკურორის მოადგილე.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებაზე მსჯელობენ. საქართველოს მთავარი პროკურატურა თავის ანგარიშს წარადგენს.







გაზიარება და მოწონება