მიიღეთ მონაწილეობა მოკლე კითხვარში და დაეხმარეთ საიტს განვითარებაში!

კითხვარის გახსნა

დახურვა
A! Mail News Sports Fashion Music Library ავტორიზაცია · რეგისტრაცია
”...პარტია, "ბოლშევიკებად" და "მენშევიკებად" დაიშალა” - "ნაციონალ-რადიკალები" და "ნაციონალ-რეალისტები"
პირველი რადიო
11 ნახვა · დამატებულია 12 იანვარს, 2017

"ნაციონალ-მენშევიკებსა" და "ნაციონალ-ბოლშევიკებს" უპირველეს მტრად ერთმანეთი მიაჩნიათ და წინასაარჩევნო პერიოდს ერთმანეთთან ბრძოლაში ატარებენ," - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი და დასძენს, რომ ამ ყველაფრით სხვა ოპოზიციური ძალები და უპირველესად ყოვლისა, ხელისუფლება სარგებლობს.ცისკარიშვილი ამბობს, რომ "მენშევიკებს", ანუ ბოკერია-უგულავას ფრთას, მეტი ინტელექტუალური პოტენციალი აქვს, ხოლო "ბოლშევიკებს", ანუ, სააკაშვილის მხარეს დარჩენილებს, ემოციებისა და პოპულისტური ნაბიჯების ხარჯზე - წარმატების მიღწევის მეტი შანსი.

”როდესაც რაიმე პროცესი სამართლებრივ სივრცეში ვერ ეტევა, იქ ყველაფერი მოსალოდნელია. დღესაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა უმრავლესობას ვერ გააგებინეს, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ უშვებს შესაძლებლობას, რომელიმე პარტიის თავკაცი სხვა ქვეყნის მოქალაქე იყოს. მოწმენი ვართ, რომ "ნაციონალური მოძრაობა", როგორც მისი 90-მდე წლის წინაპარი პარტია, "ბოლშევიკებად" და "მენშევიკებად" დაიშალა. რაიმე სახის სიახლე - პოზიტიური თუ ნეგატიური, ჯერ უმცირესობაში იბადება ხოლმე და მისი ტირაჟირება შემდგომ ხდება, თუკი ეს უმრავლესობისათვის მისაღებია. ამიტომ, დღევანდელ "მენშევიკთა" ჯგუფში, ჩემი აზრით, უფრო მეტი შესაძლებლობაა ახალი იდეების წარმოშობისა, ვიდრე ამას ბოლშევიკები თვლიან. გარედან დანახული ცნობიერებიდან გამომდინარე, მე მათ სხვანაირი მეტსახელებითაც მოვიხსენიებდი - ჩემი აზრით, ბოლშევიკები "ნაციონალ-რადიკალები" გახლავან, ხოლო მენშევიკები - "ნაციონალ-რეალისტები". რეალისტები, როგორც ჩანს, კონსტიტუციაში უფრო ხშირად იყურებიან და პარტიის დატოვების შემთხვევისათვის სხვადასხვა სახის სამართლებრივი გამოსავალი წინასწარაც მოუმზადებიათ.

 - მენშევიკებში", რა თქმა უნდა, ბოკერია-უგულავას ჯგუფს გულისხმობთ?

დიახ. მეორე ნაწილი ხომ ამდენს ტრაბახობს, ჩვენ უფრო მეტნი ვართო. ამის დათვლას აზრი არ აქვს, რადგან ბოლშევიკებს რაოდენობა აინტერესებთ, მენშევიკებს კი - ხარისხი. ეს ზოგადი მიდგომაა და არა მხოლოდ "ნაციონალ-რეალისტების" გამოგონება. ასევე, ინტელექტუალური შემადგენელი, როგორც წესი, მენშევიკების საკუთრება უფრო არის ხოლმე, ვიდრე ბოლშევიკების. სამაგიეროდ, ამ უკანასკნელებს, არცთუ სრულად გაცნობიერებული მოსახლეობის პირობებში მეტი შესაძლებლბა ეძლევათ ემოციური გადაწყვეტილებების მიღებისა და არჩევნებში გამარჯვებისა, ვიდრე მენშევიკებს, რომლებიც უფრო თეორიული საკითხებით არიან დაკავებულნი, ვიდრე აქციებით ქუჩებსა და ტყე-ღრეში.

- ანუ, სააკაშვილის მხარეს დარჩენილებს წარმატების მეტი შანსი აქვთ?

- თუკი ვინმე ამ ფაქტით გამარჯვებულია, უპირველეს ყოვლისა, არსებული ხელისუფლება. ასევე სხვა ოპოზიციური პარტიებიც, რომელთაც ადგილობრივ არჩევნებში მეტი შანსი ეძლევათ, რადგან "ნაციონალ-მენშევიკებსა" და "ნაციონალ-ბოლშევიკებს" უპირველეს მტრად ერთმანეთი მიაჩნიათ და წინასაარჩევნო პერიოდს ერთმანეთთან ბრძოლაში ატარებენ” - აცხადებს ცისკარიშვილი რეზონანსთან საუბარში







სოციალური აქტივობები




კომენტარები