ვებ-გვერდზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
საქართველო-ირანს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყება
2016-02-15 12:43:31 · ამობეჭდვა

საქართველოსა და ირანს შორის სავარაუდოდ პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყება. როგორც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში უკვე შესულია ირანული ავიაკომპანიის განაცხადი, რომელიც განხილვის პროცესშია.

"ეს რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს იმ ტურისტული ნაკადის შემოსვლას, რომელიც ჩვენ ძალიან გვჭირდება. არის დარჩენილი რამდენიმე საბუთი, რომელიც ავიაკომპანიას აქვს შემოსატანი და როგორც კი შემოიტანს, ვფიქრობთ, დაბრკოლება არ იქნება და ძალიან მალე გავცემთ ნებართვას", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისივე თქმით, ფრენების განრიგი აეროპორტთან ახლა თანხმდება.







გაზიარება და მოწონება