სექსუალური პრობლემები მამაკაცებსა და ქალებში - გინეკოლოგის რჩევები
ამობეჭდვა · 2013-09-26 18:25:05 · 4 ნახვა

ვაჟების სქესობრივი მომწიფება 15-18 წლის ასაკში სრულდება. ამავე ასაკიდან აღელვებთ მათ ნებისმიერი ასაკის მამაკაცისთვის აქტუალური პრობლემა. სექსუალურ პრობლემებზე საუბარს არა მხოლოდ მამაკაცები, ქალებიც ერიდებიან. რა არის სექსუალური პრობლემების გამომწვევი მიზეზები და როგორ ვუმკუნალოთ მას. თქვენს კითხვებს სექსოლოგი, გია ბეროშვილი პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები:

სოფო:
მყავს მეუღლე და ორი პატარა ბავშივი. 5 წელია გათხოვილი ვარ. საერთოდ აღარ მაქვს სექსის სურვილი. რასაც მეუღლე ძალიან განიცდის. ჩემთვის ურთიერთობა მხოლოდ მოვალეობის მოხდად იქცა. არ ვიცი ალბათ ამისი მიზეზი ჩემი წონაში მომატებაა. თან ციკლიც სერიოზულად ამერია. ბავშვების გაჩენამდე, წიანასწარ შემეძლო განმესაზღვრა მომდენო თვის ციკლის თარიღი. ეხლა კი 2 თვეში ერთხელ მაქვს. გინეკოლოგთან მისვლისა და კონსულტაციების რიგში დგომის დრო არ მაქვს (სამსახური). იქნებ მირჩიოთ საიდან დავიწყო. ალბათ ისევ გინეკოლოგთან ვიზიტით არა?
-როგორც ჩანს სოფო თვითონვე ხვდება საიდან უნდა დაიწყოს პრობლემის მოგვარება. თუ ახალგაზრდაა 30 წლამდე და ციკლი აერია, აქ შეიძლება იყოს ჰორმონალური დარღვევები, რომელიც აუცილებლად ყურადღებას საჭიროებს. თუ ასაკი უფრო მეტია, შეიძლება დგებოდეს კლიმაქსური პერიოდი და ციკლის არევა ამ პერიოდისთვის ბუნებრივია. აუცილებლად უნდა მიმართოს სპეციალისტს, ან გინეკოლოგს ან ენდოკრინოლოგს, რომ დადგინდეს ხომ არ არის რაიმე სხეულებრივი დაზიანებები. როცა სექსოლოგს მიმართვენ ასეთი პრობლემით, უნდა მივიდეს წყვილი, რადგან მათი პრობლემა ერთდროულად იხილება. ჩვენ ასევე არ ვიცით სოფოს როგორი ურთიერთობა აქვს ოჯახში, ხომ არ არის რაიმე კონფლიქტი, რაიმე დისჰარმონია, რის გამოც სექსისადმი ინტერესი გაუფერულდა. აუცილებლად უნდა მიმართოს სპეციალისტს და გაიაროს კონსულტაცია და საერთოდ ადამიანმა თავისი თავისათვის უნდა მოიცალოს თუ ეს პრობლემა აწუხებს.

უფრო ვრცლად იხილეთ: