ვებ-გვერდზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
"რაფალიანცის მკვლელობაში არც ღვინიაშვილის დადანაშაულებაა სწორი და არც ბერიკაშვილის"
2016-02-15 14:36:00 · ამობეჭდვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის განცხადებით, ბარბარე რაფალიანცის საქმეში პოლიტიკური ნაწილი უნდა მოიხსნას. როგორც ფოფხაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რაფალიანცის მკვლელობაში არც გიორგი ღვინიაშვილის დადანაშაულებაა სწორი და არც მანანა ბერიკაშვილის.

"რაფალიანცის საქმესთან მიმართებაში მე ნამდვილად ბოდიში მოვიხადე და მიმაჩნია, რომ ამ თემის პოლიტიზირება არასწორია და არანაირად არ არის მიზანშეწონილი. როგორც ღვინიაშვილთან მიმართებაში დაუშვებელია რომ რაიმე ფორმით, თუნდაც არაპირდაპირ ვადანაშაულებდეთ, ისე, არასწორია თუ მანანა ბერიკაშვილზეც ვინმე რამეს ამბობს. ამ საქმეში ჩემთვის მთავარია პოლიტიკური ნაწილი მოიხსნას", - განაცხადა ფოფხაძემ.

ფოფხაძეს სხდომაზევე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური, რომელმაც განაცხადა, რომ ამ თემის პოლიტიზირება არც "ნაციონალურ მოძრაობას" სურს-

"გეთანხმებით, არავის არაფერში არ არგებს ამ თემის პოლიტიზირება, მაგრამ ერთადერთი, რაც სპეკულაციებს უწყობს ხელს, ეს არის ამ საქმის გამოუძიებლობა. ერთის მხრივ პარლამენტი ამბობს, რომ ჩვენ არ გვჭირდება საგამოძიებო კომისია, მეორეს მხრივ არის ვითარება, როდესაც პროკურატურა არ იძიებს ამ საქმეს, მესამე - არის ის გარემოება, რომ მოხდა საზარელი მკვლელობა უმანკო ადამიანის.
გარწმუნებთ, რომ ყოველთვის მოიძებნებიან უღირსი ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან ამ საკითხზე პოლიტიკური ქულების დაგროვებას. მე მართლა არ განვეკუთვნები იმ ხალხს, რომლებიც ამ თემაზე ცდილობს ხელის მოთბობას, მაგრამ ფაქტია, რომ ხალხი ითხოვს პასუხს, ჩვენ ვითხოვთ პასუხს და 4 წელია გასული ამ მკვლელობიდან", - განაცხადა წიკლაურმა.







გაზიარება და მოწონება