ვებ-გვერდზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების სპორტსმენები დოპინგზე მეორე სინჯსაც გაივლიან
2016-02-15 14:45:58 · ამობეჭდვა

მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების სპორტსმენები დოპინგზე მეორე სინჯსაც გაივლიან. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი მანუჩარ კვირკველია აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას შიდა დისკვალიფიკაციის შესახებ, სადისციპლინო კომისია მიიღებს. „შიდა დოპინგი ჩავატარეთ, ოლიმპიადისთვის, რომ არავინ არ ყოფილიყო წამლის ზემოქმედებაზე. რა თქმა უნდა, ეს არ არის ჯერ საბოლოო პასუხი. წინასწარი ინფორმაციაა, ალბათ. ოფიციალურად არ მომსვლია წერილი. რა თქმა უნდა, შესაბამისად მოვიქცევით, რომ ოლიმპიადაზე ყველა იყოს სუფთა და თავისი შესაძლებლობებით წარდგეს. კომისია შეიკრიბება და გადავწყვეტთ, შიდა დისკვალიფიკაციას მიიღებს ყველა ადამიანი, ვისაც კი აღმოაჩნდება. სპორტსმენს შეუძლია გაასაჩივროს და დაადასტუროს თავისი სიმართლე“, - განაცხადა კვირკველიამ.







გაზიარება და მოწონება