"ელისაშვილი, ელისაშვილი გაიძახიან, მე დავაკავე, თუ მე გავასამართლე?"- რატომ არ მივიდა ელისაშვილი პარლამენტში?
2016-02-15 14:41:13 · ამობეჭდვა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომას, რომელსაც ე.წ. პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები დაესწრებიან, ალეკო ელისაშვილი არ ესწრება. საკრებულოს დეპუტატი დღევანდელ სხდომას ეკა ბესლიას მიერ დანიშნულს უწოდებს და ამბობს, რომ ის სეირებში მონაწილეობას არ აპირებს:

"მე პარლამენტისგან ერთადერთი ველოდები, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია და დაისვას ეს საკითხი, რომ ამ საქმეს მოყვეს სამართლებრივი გაგარძელება, დანარჩენი, სეირებში მონაწილეობას მე არ ვაპირებ. პოლიტპატიმრების ადგილას დავჯდებოდი და იმას მოვითხოვდი, მოსამართლე რომელმაც პოლიტიკური ნიშნით გაასამართლა, იმას რატომ პასუხს არ სთხოვენ, პროკურორი, რომელმაც დააპატიმრა და პოლიტიკური ნიშნით ბრალი წაუყენა ის რატომ მუშაობს ისევ პროკურატურაში, პოლიციელი, რომელმაც ტყუილ-უბრალოდ დააპატიმრა, იმას რატომ პასუხს არ სთოხვენ. ამას არავინ არ ახსენებს, და ელისაშვილი, ელისაშვილი გაიძახიან. მე დავაკავე, თუ მე გავასამართლე" აცხადებს ალეკო ელისაშვილი.







გაზიარება და მოწონება