"ამაზრზენი, ამორალური დანაშაული"- პროკურატურა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების სკანდალზე
2016-02-15 15:30:06 · ამობეჭდვა

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ ფაქტებთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ დღეს დაადასტურა, რომ გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. თუმცა, მთავარი პროკურატურის მოადგილის განცხადებით, რა ეტაპზეა გამოძიება ამ დროისთვის მას ინფორმაცია არ აქვს.

"პროკურატურაში გამოძიება დაიწყო. რა ეტაპზეა მართალი გითხრათ, არ მაქვს ინფორმაცია ამიტომ ტყუილს ვერ ვიკადრებ...ეს არის ამაზრზენი დანაშაული, ამორალური, შესაბამისად ისტორიამაც აჩვენა, რომ ჩვენ დანაშაულის მიმართ ვიქნებით უმკაცრესი." განაცხადა გიორგი გოგაძემ.







გაზიარება და მოწონება