ვებ-გვერდზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
აშშ-ში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე პრეზიდენტი მიემგზავრება
2016-02-15 15:45:07 · ამობეჭდვა

საქართველოს პრეზიდენტი მარტის ბოლოს ვაშინგტონში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე, საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს. პრეზიდენტის მრჩევლის საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თენგიზ ფხალაძის განცხადებით, პრეზიდენტის გამგზავრებაზე გადაწყვეტილება მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად იქნა მიღებული- "ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად, გადაწყდა რომ საქართველო წარმოდგენილი იყოს პრეზიდენტის სახით და შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი გაემგზავრება ამ სამიტზე", - განაცხადა ფხალაძემ. მისივე თქმით, ამჟამად მიმიდნარეობს მუშაობა ორმხრივი შეხვედრების დაგეგმვასა და დელეგაციის შემადგენლობაზე.

აშშ-ში ბირთვული უსაფრთხოების სამიტი 31 მარტს არის დაგეგმილი. მასზე აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რამდენიმე თვის წინ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიწვია.







გაზიარება და მოწონება