შსს-მ ინტერპოლის მიერ ძებნილი აზიზ ტერზიოღლუ დააკავა
ამობეჭდვა · 2013-09-26 19:03:28 · 4 ნახვა

შს სამინისტრომ, 25 სექტემბერს, თბილისის აეროპორტში სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, საქართველოს მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას, ვისბადენის ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე, აზიზ ტერზიოღლუ დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აზიზ ტერზიოღლუს ბრალად გერმანიაში თაღლითობა ედება და, სავარაუდოდ, 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

აღნიშნული პიროვნება დაპატიმრების და შემდგომი ექსტრადიციის მიზნით, გერმანიის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ინტერპოლის არხებით საერთაშორისო ძებნაში 2013 წლის 28 მაისიდან იმყოფებოდა.

ამჟამად ძებნილი გადაყვანილი და მოთავსებულია შსს N1 დროებითი მოთავსების იზოლატორში და მის მიმართ წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.