ვებ-გვერდზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
"გავათავისუფლებთ საქართველოს საბანკო ყაჩაღებისგან"- ლეიბორისტები საბანკო სექტორის წინააღმდეგ
2016-02-15 15:55:37 · ამობეჭდვა

მორიგი საპროტესტო აქცია საბანკო სექტორის წინააღმდეგ "ლეიბორისტულმა პარტიამ" დღეს სახელმწიფო კანცელარიასთან გამართა. პარტიის ლიდერმა ხელისუფლებას მოსახლეობის ფინანსური უსაფრთხოების დაცვისა და მცირე ბიზნესის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის საბანკო რეფორმის გატარება მოთხოვა.

"ჩვენ ვთავაზობთ მსხვილმასშტაბიან საბანკო რეფორმას, რომლის მიხედვიდაც დაუყონებლივ უნდა დაიწყოს საურავების და ჯარიმების ჩამოწერა, პროცენტების განულება და განახევრება. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი იქნება სწორედ ქვეყნის გადარჩენა და ამ მთავრობის გადარჩენა პირველ რიგში. თუ ესენი არ გაატარებენ ამ რეფორმას, ჩვენ გავატარებთ და გავანთავისუფლებთ საქართველოს საბანკო ყაჩაღებისგან და მძარცველებისგან.“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.







გაზიარება და მოწონება