ვებ-გვერდზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
"ბევრი მასალა ყოფილი თანამშრომლების მხრიდან გატანილია.... სააკაშვილი ასეთი ტიპის ჩანაწერებს აკეთებდა ყველაზე"
2016-02-15 16:39:29 · ამობეჭდვა

ეკა ბესელია მისი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების მცდელობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ჟურნალისტებს განუცხადა, ის ამ საქმის კონკრეტულ გარემოებებს არ იცნობს, თუმცა საქმეებთან მიმართებაში, რომლებიც არ ექვემდებარება საჯარო გახმაურებას, არსებობს კანონით გათვალისწინებული წესები, რომლებიც ყველამ უნდა დაიცვას.

"18 000-ზე მეტი ფაილია, რომელზეც ათასობით უკანონო ჩანაწერი არსებობს. დიდი ნაწილი, რაც დარჩენილი იყო, განადგურებულია, მაგრამ თავიდანვე გამოითქვა ვარაუდი, რომ ძალიან ბევრი მასალა ყოფილი თანამშრომლების მხრიდან გატანილია. შესაბამისად, ყველა ეს ქმედება არის დასჯადი. ის რომ სააკაშვილი ასეთი ტიპის ჩანაწერებს აკეთებდა ყველაზე, ვინც იყო აქტიური და მისთვის მიუღებელი, მე მგონი პირველად არ გვესმის", - განაცხადა ბესელიამ.







გაზიარება და მოწონება